სახალხო დამცველი აფხაზურ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ქარულ-აფხაზურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრას, რომლის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის განხილვა, ასევე, ქართული და აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თემები მოიცავდა განათლების უფლებას და ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, გადაადგილების თავისუფლებას და მასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის უფლებას, ქალთა და ბავშვთა უფლებებს და ასევე, პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია კონკრეტული ღონისძიებების გატარება ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით და დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები მათ განსახორციელებლად.

სახალხო დამცველის ძალისხმევითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შექმნილი დიალოგის ეს ფორმატი 2014 წლიდან მიმდინარეობს და შეხვედრების რეგულარულ ციკლს მოიცავს. იგი ევროსაბჭოს პოლიტიკური დირექტორატის ნდობის აღდგენის ინიციატივების ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის აღდგენას.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლების მთავარი მიზანია,რომ საქართველოში 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდეს-კოტე ჩოკორაია
შემდეგი სტატიათუ დადასტურდა ფაქტი, რასაც ჟურნალისტი ყვება, დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება – მღებრიშვილი