სახალხო დამცველი აპირებს, რომ მამუკა ხაზარაძეს შეხვდეს

სახალხო დამცველი აპირებს, რომ მამუკა ხაზარაძეს შეხვდეს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ომბუდსმენის თქმით, მას ჰქონდა კომუნიკაცია TBC ბანკის დამფუძნებელთან და მამუკა ხაზარაძემ მასთან შეხვედრის შესახებ მზაობა გამოხატა.

ნინო ლომჯარიას თქმით, თუკი სახალხო დამცველის ოფისს, რაიმე სახით დახმარება შეუძლია, ის მზად არის, რომ მამუკა ხაზარაძეს და TBC ბანკს გვერდით დაუდგეს.

„იმისათვის, რომ გვქონდეს პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით, მე ვაპირებ, რომ შევხვდე ბატონ ხაზარაძეს. ამასთან დაკავშირებით მე მქონდა მასთან კომუნიკაცია და მან გამოხატა შეხვედრის სურვილი და იმედი მაქვს, რომ როდესაც მას ექნება კონკრეტული შემოთავაზება, მე მზად ვარ, შევხვდე, ვისაუბროთ და თუ იქნება რაიმე, რაშიც სახალხო დამცველს შეუძლია დახმარება, ჩვენი მანდატის და კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედოთ,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიბიზნესომბუდსმენი TBC ბანკის დამფუძნებლებთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი განიხილა