სახალხო დამცველი-9 აპრილი – საქართველოს დამოუკიდებლობისკენ ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპი

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ სრულიად შეცვალა საქართველოს მომავალი. ამ დღემ მთელ ერს დაანახა, რომ მომავალი თაობების უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თავისუფლებისთვის ბრძოლის განახლება.
საბჭოთა ჯარის სადამსჯელო ღონისძიებას შეწირული 21 ადამიანის მსხვერპლს უკვალოდ არ ჩაუვლია და უკვე 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტი მივიღეთ, 26 მაისს კი საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
მადლობა მათ ჩვენი თავისუფლებისთვის!,-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი – შემაშფოთებელია ჩინელი ჯარისკაცების დაკავება, ჩინეთი არის რუსეთის მთავარი ხელშემწყობი უკრაინაში ომის წარმოებაში
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე – ვალდებული ვართ არ დავუთმოთ ეს ქვეყანა რუსეთს!