სახ. დეპის ანგარიშის თანახმად, დაუსჯელობა საქართველოში კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, დაუსჯელობა საქართველოში კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.

ანგარიშში საუბარია 5-6 ივლისს მომხდარ ძალადობაზე და ნათქვამია, რომ სარწმუნო გამოძიების არჩატარებამ და სისხლის სამართლებრივი დევნის აღუსრულებლობამ ძალადობის დაუსჯელობა გამოიწვია.

“კვლავ პრობლემად რჩება დაუსჯელობა. მთავრობის მიერ 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ სარწმუნო გამოძიების არჩატარებამ და სისხლის სამართლებრივი დევნის აღუსრულებლობამ, გამოიწვია ამ ძალადობის დაუსჯელობა. პოლიტიკური ანგარიშვალდებულების ნაკლებობა ასევე გამოიხატება 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ პოლიციის არასათანადო ძალის გამოყენებაში”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ვრცლად არის საუბარი მედიის თავისუფლად ფუნქციონირების ხელის შემშლელ გარემოებებზეც და ამ კონტექსტში მოყვანილია ციტატები გია ვოლსკის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის განცხადებებიდან. მაგალითად ისეთი, როგორიცაა მათი მხრიდან “მთავარი არხის” “პროვოკატორად” მოხსენიება.

ასევე, მწვავე პრობლემად არის დასახელებული საზოგადოებრივი მაუწყებლის, “ქართული ოცნებისა” და ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მჭიდრო თანამშრომლობა. ანგარიში მოხვდა სხვადასხვა ფაქტები, რომელიც უკავშირდება სამთავრობო უწყებების მხრიდან ოპოზიციურად განწყობილი მედიის დაბლოკვის შემთხვევებს. საუბარია იმაზე, რომ ოფიციალურ ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს არ იწვევენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კაირატ აბდრახმანოვს შეხვდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძემ ძლიერი ქარის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა