საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 25 წლის ქალი გარდაიცვალა

საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 25 წლის ქალი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი ბათუმის სამშობიარო სახლში მკურნალობდა, თუმცა ოჯახის მოთხოვნით, 32 კვირის ფეხმძიმე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, 25 წლის ქალი ბათუმის სამშობიარო სახლში ოთხი დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმედ არ ფასდებოდა.

„25 წლის კოვიდინფიცირებული ფეხმძიმე ჩვენს კლინიკაში 4 დღის განმავლობაში მკურნალობდა. მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, მაგრამ ძმისა და დედის დაჟინებული თხოვნით თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ. ახლახანს გავიგეთ, რომ იქ გარდაცვლილა. სხვას ვერაფერს გეტყვით“, – აღნიშნეს კლინიკაში.

რაც შეეხება ბავშვს, ის საკეისრო კვეთის შედეგად გადაარჩინეს.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება ქუთაისის მერიასთან – პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი დააკავა
შემდეგი სტატიასენაკის საკრებულოს წევრობაზე გახარიას პარტიის წევრმა უარი განაცხადა