საკეისრო კვეთის შემდეგ​, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში კოვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქალი გარდაიცვალა

საკეისრო კვეთის შემდეგ​, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში კოვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქალი გარდაიცვალა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, 30 წლამდე პაციენტი კლი­ნი­კა­ში ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და და ფილტვზე 22-ბალიანი დაზიანება აღენიშნებოდა.

„პაციენტი შემოვიდა კოვიდ დადასტურებული. სასიცოცხლო ჩვენებით შევიდა საკეისრო კვეთაზე, რადგან სატურაცია ჩამოვიდა 70-მდე და ბავშვის გულისცემა შენელდა, ამიტომაც შევიდა საკეისრო კვეთაზე. მშობიარობა იყო ნაადრევი, დედის მომზადებაც ვერ მოხდა მშობიარობისთვის, ისე შევიდა ბლოკში. ახალშობილიც და დედაც გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. დედის მდგომარეობა შემოსვლის დღიდან იყო კრიტიკული, რადგან დადასტურებული იყო 22-ქულიანი პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა და სამწუხაროდ, მიუხედავად პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობის, 30 წლამდე გოგონა გარდაიცვალა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება ახალშობილს, კლინიკის დირექტორის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„ახალშობილი უკვე მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან. მასთან კოვიდი საბედნიეროდ არ დადასტურდა. დაახლოებით ოთხი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩვენს კლინიკაში. რა შტამი ჰქონდა, ამას მე ვერ გეტყვით, რადგან ეს დაავადებათა კონტროლის პრეროგატივაა. შემიძლია გითხრათ ის, რომ პაციენტი შემოვიდა სახლიდან დაგვიანებით. სავარაუდოდ, ინფიცირების 7-8 დღე იყო ან შესაძლოა, უფრო მეტიც“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისააკაშვილი: რეჟიმმა უკან დაიხია, ზელენსკის თვითმფრინავი მხოლოდ მას შემდეგ გაფრინდა, რაც შეწყალება დაადასტურეს
შემდეგი სტატიადეკანოიძე: ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის უარი თქვას იმ ევროატლანტიკურ კურსსა და ღირებულებებზე, რომელიც მონაპოვარია მრავალი თაობის