საკარანტინო ზონიდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი გადაიყვანეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საკარანტინო ზონიდან ოთხი პაციენტი გადაიყვანეს.

ორ ახალგაზრდა გოგონას, შუახნის ქალბატონსა და მამაკაცს ანალიზები უკვე აუღეს და შედეგები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა დავით მურვანიძემ განაცხადა.

„ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხს ველოდებით დღის მეორე ნახევარში. ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია, აღენიშნებოდათ მცირე ცხელება შემოყვანის დროს“, – განაცხადა დავით მურვანიძემ.

ექიმის ინფორმაციით, კლინიკაში ერთადერთი ინფიცირებულის მდგომარეობა არის სტაბილური და მას ამ დროისთვის არანაირი გართულება არ აღენიშნება.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კორონავირუსზე კიდევ ცხრა პაციენტის ტესტის პასუხს ველოდებით
შემდეგი სტატიასაქართველოში წარმოებულ სამედიცინო პირბადეებს, კონკრეტული პროფესიის წარმოადგენლები უფასოდ მიიღებენ- ეკონომიკის სამინისტრო