საკარანტინო სივრცეების მოწყობით სასტუმროებმა დასაქმებულთა შენარჩუნება შეძლეს

მენეჯერების შეფასებით, რომელთა სასტუმროებშიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საკარანტინო სივრცეებია მოწყობილი დასაქმებულთა შენარჩუნების კუთხით პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

„კრიზისის დაფიქსირების პირველივე დღეებიდან ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან და ტურიზმის ადმინისტრაციასთან.შესაძლებლობა, რომელიც სახელმწიფოსგან მივიღეთ ძალიან დროული იყო სასტუმრო სექტორისთვის და შედეგად ჩვენ შევინარჩუნეთ თანამშრომლები.

ჩვენ სამ ნაწილად გავყავით თანამშრომლები, მაგალითად ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ასევე მარტოხელა დედები, პირველ რიგში მათ ვთხოვეთ, დარჩენილიყვნენ სახლში და ისინი შეინარჩუნებდნენ ხელფასს. მეორე შემთხვევაში ჩვენ ვიფიქრეთ იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც შეეძლოთ დისტანციური მუშაობა, მათ სახლებში მოვუწყვეთ საოფისე სივრცე და მათაც შევუნარჩუნეთ ხელფასები და მესამე შემთხვევაში საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეების მომსახურებისთვის ჩვენივე თანამშრომლებს სამუშაოდ შევუქმენით ჯანსაღი გარემო.დღეს ყველა თანამშრომელს აქვს ანაზღაურება.“ -აცხადებს სასტუმრო „კრონ პალას თბილისის“ გენერალური მენეჯერი მაია მახათაძე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში ამ ეტაპზე 4889 ადამიანი იმყოფება. საკარანტინო ზონები 83 სასტუმროში მოეწყო, შედეგად დასაქმებულია სასტუმროების 2482 თანამშრომელი.
10 მარტიდან დღემდე საკარანტინო სივრცეებში 15600-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი.

წყარო

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: უფრო მეტად მივაქცევთ ყურადღებას კარანტინში მყოფებს
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ