15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც გამოძიების პროცესში, გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების გამიჯვნა იგეგმებოდა, მთავრობამ პარლამენტიდან გაიწვია

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ფარგლებში გამოძიების პროცესში, გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების გამიჯვნა იგეგმებოდა, მთავრობამ პარლამენტიდან გაიწვია.

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტის პარლამენტიდან გატანის თაობაზე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

აღნიშნული კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს 2021 წელს წარუდგინა. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გამომძიებელსა და პროკურორს შორის უფლებამოსილებები და შესაბამისად, პასუხისმგებლობები იმიჯნებოდა. როგორც მთავრობა განმარტავდა, გამოძიების პროცესში გამომძიებლის როლი გააქტიურდებოდა, ხოლო პროკურორი საპროცესო ზედამხედველობის ფუნქციას შეინარჩუნებდა.

banner
წინა სტატიაშისკოლებში უფასო კვების პროგრამის ამოქმედების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაახარვეზა
შემდეგი სტატიაომბუდსმენი: აპარატის რწმუნებულებმა მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და 3 სხვა პატიმარი მოინახულეს