საკანონმდებლო ორგანოში ნივთიერების გაშვების ფაქტზე დეპუტატები გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს პარლამენტის წევრები ენძელა მაჭავარიანი და კობა ლურსმანაშვილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს.

დეპუტატების გამოკითხვაზე დაბარება 12 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე გაურკვეველი ნივთიერების გაშვებას უკავშირდება, რის შედეგადაც ენძელა მაჭავარიანსა და კიდევ რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

ამ დროისთვის გამოკითხულია დეპუტატი სვეტლანა კუდბაც.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში 12 დეკემბერს, სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გაურკვეველი​ ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

banner
წინა სტატიაშისაგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორმა მუნიციპალიტეტიდან 1.4 მილიონი მიიღო
შემდეგი სტატიაერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ცნობილი ხვალ გახდება