საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებში პოლიციის კორდონი ჩადგა

საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან სამართალდამცავების მობილიზებაა- პოლიციის კორდონი პარლამენტის სამივე შესასვლელთან ჩადგა.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული პარლამენტის შიგნითაც. აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა, რომლებიც შენობაში იმყოფებიან, შესვლისას მკაცრი შემოწმება გაიარეს.

5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს 12:00 საათზე პარლამენტში შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ელოდებიან.

სხდომის პარალელურად პარლამენტთან აქციას გამართავენ მედიის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს მოძალადე კიდევ 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიადეკანოიძე: ყაზარმად გადააქციეს პარლამენტი