საკანონმდებლო ორგანომ „საკონსტიტუციო სასამართლის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით 83 მომხრე ხმით, ოთხის წინააღმდეგ დაამტკიცა

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლიასაკანონმდებლო ორგანომ „საკონსტიტუციო სასამართლის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით 83 მომხრე ხმით, ოთხის წინააღმდეგ დაამტკიცა.

პარლამენტის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად, საპარლამენტო უმცირესობამ დატოვა, რომელთა გადაწყვეტილება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდებოდა.

ორდღიანი განხილვის შემდეგ, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით კენჭისყრაზე გავიდა, რომლის მიღებასაც 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.

იქიდან გამომდინარე, რომ „რესპუბლიკური პარტია“ საკითხს მხარს არ უჭერდა, „ქართულ ოცნებას“ ხმების მობილიზაცია დასჭირდა, რის გამოც, სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი გამოცხადდა, რომელიც სხდომებს ხშირად არ ესწრება.

კანონპროექტთან დაკავშირებით, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ასევე „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ალტერნატიული წინადადება დააყენეს, თუმცა პროექტები კენჭისყრაზე ჩავარდა.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით განისაზღვრება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევის პროცედურები. საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეული წევრის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით აღინიშნება, რომ იგი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება მისი წინამორბედის უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე, ფიცის დადების მომენტიდან.

ცვლილების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერ წევრს უფლება ექნება, სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საკუთარი კანდიდატურა შესთავაზოს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღის წესრიგში დგას კანონიდან იმ ნორმის ამოღება, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეთანხმებული წინადადებით ხდება.

ამავე თემაზე: „ივანიშვილის დავალებას ასრულებთ“ – უმცირესობამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა

banner
წინა სტატიაში(video) ნინო მჭედლიშვილი: “ეს 4 წელი არის ქვეყნისთვის დაპაუზებული კადრი”
შემდეგი სტატიაადგილობრივს, რომელმაც ჩეჩნეთში კორუფციაზე ილაპარაკა, სახლი დაუწვეს