საკანონმდებლო ორგანომ არა მხოლოდ „თიბისი ბანკის“, არამედ ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო ანალიზი უნდა გააკეთოს

პარლამენტში მოსვლა თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, მთავარია გადავწყვიტოთ როდის არის ეს მიზანშეწონილი,-ამის შესახებ დარგობირივი ეკონომიკისა და ეკნომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებული განცხადების პასუხად განუცხადა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანომ არა მხოლოდ „თიბისი ბანკის“, არამედ ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო ანალიზი უნდა გააკეთოს.

„პარლამენტში მოსვლა თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, მთავარია გადავწყვიტოთ, როდის არის ეს მიზანშეწონილი, რათა მაქსიმალურად მივიღოთ ის ინფორმაცია, რომელიც უნდა გვქონდეს შესაბამისი უწყებიდან. სხვა შემთხვევაში წინ არაფერი უდგას, რა თქმა უნდა, რომ არა მარტო „თიბისი ბანკის“, არამედ საზოგადოებისთვის ნებისმიერ საინტერესო საკითხზე პარლამენტმა გააკეთოს ანალიზი“, -განაცხადა რომან კაკულიამ

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ, ბადრი ჯაფარიძემ დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი მიესალმებიან შესაბამის კომიტეტებში მოსმენილი იყოს ინფორმაცია 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით. „მზად ვართ, დეპუტატებისთვის ხელსაყრელ დროს მივიღოთ მონაწილეობა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაში“, – აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანია, რომ დეპუტატებმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც მორალური პასუხისმგებლობით იქნება ნაკარნახევი
შემდეგი სტატიაშვეიცარიის კურორტზე ზვავი ჩამოწვა, არიან დაკარგულები