საკანონმდებლო ცვლილებები – პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას აკეთებს

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტი საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილებები დღეს დაინიცირდება, რომლის მიხედვითაც, ბიუროს უფროსის მიერ სისხლის სამართლებრივი დევნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით.

ამასთან, ზუსტდება თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის საკითხებიც. კერძოდ, თუ პირის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, მის აღმოსაფხვრელად მას ერთთვიანი ვადა ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია კი მონიტორინგს დაექვემდებარება. ასევე, ზუსტდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსისა და თანამდებობის პირთათვის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებული საკითხებიც. კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ბიუროზე დღესვე დაინიცირდება, არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სიახლე.

კანონპროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უფლებამოსილება მიენიჭება, საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს ანგარიში იმ საკითხებზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მნიშვნელოვნად მიაჩნია.

ამასთან, ცვლილებებით, სახალხო დამცველი უფლებამოსილი ხდება, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკონკურსო კომისიაში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის გარეშე შეარჩიოს. ცვლილებების მიხედვით, პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შესახებ თანხმობას, სრული შემადგენლობის უმრავლესობით გასცემს.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი -ჩინეთის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ
შემდეგი სტატიაროგორი ამინდი იქნება საქართველოში