საკანონმდებლო ცვლილება უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა II მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრის ეკა სეფაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა -კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

საკანონმდებლო ცვლილებით შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ სსიპ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს საკუთრების უფლებით გადაეცეს მიწის ნაკვეთი, რომელზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. კონკრეტულად, სახელმწიფო ქონების მიმღები პირების ამომწურავ ჩამონათვალს დაემატება საზოგადოებრივი მაუწყებელი და თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას N31-ში მდებარე უძრავი ქონება, 18761 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც ახლა მას დროებით სარგებლობაში აქვს, საკუთრების უფლებით გადაეცემა.

ეკა სეფაშვილის თქმით, ამით უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის უზენაესი კანონით – საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული დებულება, საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო უწყებებისაგან და პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან დამოუკიდებლობის და თავისუფლების პრინციპები.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 2 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიახუნდაძე – გორის ჰოსპიტალი არ არის ის დაწესებულება, სადაც მსჯავრდებული უნდა იხდიდეს სასჯელს