საკანცელარიო დანა პურში

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თბილისის მე-100 ბაღში, ბავშვებისთვის განკუთვნილ პურში საკანცელარიო დანის პირი აღმოაჩინეს.
პურში ნაპოვნი დანის შესახებ აღსაზრდელების მშობლებმა არაფერი იცოდნენ, რადგან ფაქტის გახმაურება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა არ ისურვა.

თბილისის ბაღებს კვების პროდუქტებით, კომპანია “ნილი” ამარაგებს.

მედიასთან დღეს კახა გიორგაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი მტკიცებით, ერთი კვირის წინ სადისტრიბუციო მანქანიდან 27 ბაღის გასაღები მოიპარეს. “ნილის” ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ პურში ჩადებული დანაც საბავშვო ბაღში კონკურენტებმა შეიტანეს.

გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ვხედავთ საქართველოში აშშ-ისა და ნატო-ს აქტივიზაციას
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო უწყება აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს