საკადრო წმენდა აუდიტის სამსახურში და გენერალური აუდიტორის შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან

საქართველოს აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი საკადრო გადაწყვეტილებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრს შეხვდა. თეა წულუკიანთან შეხვედრა მექვაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა. თუმცა გენერალური აუდიტორი ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას საკადრო საკითხები არ განხილულა. მისი თქმით, საუბარი წულუკიანთან იუსტიციის სამინისტროსა და აუდიტის სამსახურს შორის მომავალ თანამშრომლობას შეეხო.

“ქალბატონ თეას მე შევხვდი და ჩვენ მიმდინარე საკითხები გავიარეთ, რომელიც ეხებოდა ჩვენს თანამშრომლობას. არანაირი რჩევები მას არ მოუცია. მე ვთვლი, რომ თვითონაც ჩადგებოდა უხერხულ მდგომარეობაში, რომ ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენ გველაპარაკა,”-განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტროს დაფინანსება მცირდება
შემდეგი სტატია“მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ამერიკის მთავრობას, ამერიკელ ხალხს და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს”- საქართველოს პრეზიდენტი