მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა წერს, რომ მისმა ვიდეომესიჯმა, რომელიც აშშ-ში გაგზავნა, მიაღწია თავის მიზანს და პასუხიც მიიღო მისსავე შეკითხვებზე, რომელსაც აქვეყნებს კიდეც. ია ფარულავა ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში საქართველო დღის წესრიგშია, მაგრამ პრიორიტეტული არ არის:
“საჯაროდ ვაცხადებ!
ჩემმა ვიდეომესიჯმა მიაღწია თავის მიზანს — აშშ-მდე, და იქ უკვე გაიმართა საუბარი ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან. არაფერს ვმალავ და არც დამალვა მჩვევია. ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ვვარაუდობდი:
საქართველოს საკითხი დღის წესრიგშია, მაგრამ პრიორიტეტი არ არის!
აშშ ვერავითარ რეჟიმს ვერ შეცვლის ძალით, თუ ეს არ იქნება ხალხის ნება და ხალხის მოთხოვნა.
გადაწყვეტილება ჩვენს ხელშია და დრო აღარ რჩება.
მე არ მაყვს შვილები, არც ვალდებულებები — შემიძლია წავიდე და ვიცხოვრო ამერიკაში მშვიდად.
მაგრამ თქვენ? თქვენ რას აპირებთ?!
თქვენზეა დამოკიდებული, როგორი საქართველო დარჩება მომავალ თაობებს!
ახლა უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა.
თუ არ ვიბრძოლეთ — დავკარგავთ ყველაფერს”, – წერს ია ფარულავა.