საჯარო უწყებებმა 5 წლის განმავლობაში 3 მილიონი ლარის 136 „ნივა“ შეიძინეს

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყებებმა 3 მილიონი ლარი რუსული წარმოების ავტომობილების “ნივების” შესაძენად დახარჯეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ტენდერში ძირითადად უკონკურენტოდ მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კომპანია “გლობალ მოტორს ჯორჯია – ჯი ემ ჯი,” რომელიც სახელმწიფო უწყებებს ნივებით ამარაგებდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არსებობს ვარაუდი, რომ შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ მომზადებული სატენდერო დოკუმენტაცია მხოლოდ ამ კომპანიის ინტერესებზე იყო მორგებული.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა” შესყიდვების სააგენტოს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს, აუდიტის სამსახურისგან კი „ნივების“ შესყიდვაზე დახარჯული სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანობის შესწავლას მოითხოვს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევა სრულად: 

https://www.transparency.ge/ge/blog/sajaro-ucqebebma-5-clis-ganmavlobashi-3-milioni-laris-136-niva-sheizines

banner
წინა სტატიაში„რუსეთის ფედერაცია ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს”-დავით ზალკალიანი
შემდეგი სტატია“მისი ჩემდამი აგდებული დამოკიდებულება გასაკვირი იყო” – წულუკიანი