საჯარო სოლიდარობას უცხადებს მოქალაქე თუ პარტია ლგბტქ თემს – ბერძენიშვილი ვასაძეზე

საჯარო სოლიდარობას უცხადებს მოქალაქე თუ პარტია ლგბტქ თემს თუ არა/ვერა , მათი უფლებების დაცვას მოითხოვს( მაგალითად, ცისარტყელას დროშას ხელში დაიჭერს თუ ვერა), ამაზეა პასუხი გასაცემი. ” კი, მაგრამ…ჰო, თუმცა” მიდგომები ამ შემთხვევაში არის ბუჩქები და სირაქლემას პოზა… აბა, ვასაძის დაპატიმრების მოთხოვნა ადვილია… ღიმილისმომგვრელია, თუ ილია მეორეს, საპატრიარქოს, დაძაბულობის საზრისს, პირველწყაროს, მიზეზს თუ არ ამხელ… ვასაძეც საპატრიარქოსია, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ისაკაძე ილია მეორის მიერ დაჯილდოებული სასულიერო პირია, კიდე პრესსამსახურის უფროსი, ” ჩემი დედას გეფიცები” ნაძველბიჭარი იაკობი ხომ მთლად ” ნაჩალნიკებშია” , ბოლობოლო, ძალადობის და მუქარის შემცველი ის განცხადება ხომ საპატრიარქოს სახელით გავრცელდა? ელჩები საპატრიარქომ გააფრთხილა და ვასაძემ ლანძღა. ერთი ჯაჭვის რგოლებია, ხომ?
ძველი საბჭოთა ანეგდოტი გამახსენა ლევან ვასაძის დაპატიმრების მოთხოვნამ, როცა საპატრიარქოს ვერ ახსენებ…თითქოს ციდან ჩამოვარდა ეს ბნელი დამთხვეული ვასაძე… ” თეთრი სახლის წინ ამერიკის პრეზიდენტის გინებაც კი შეგვიძლიაო, ამერიკელმა…რა პრობლემააო, წითელ მოედანზე ჩვენც შეგვიძლია, ამერიკის პრეზიდენტს ვაგინოთო, რუსმა”

თუ ვერ ამბობ( კი არ მესმის, რატომ ვერ ამბობ), რას ვიზამ. ვწუხვარ – წერს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

banner
წინა სტატიაშითბილისი პრაიდის კვირეული – ღონისძიებების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას ორგანიზატორები დღეს მიიღებენ
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისი პრაიდის წინ LGBT თემის მიმართ მუქარებით შეშფოთებულია