13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

საჯარო სკოლის ეზოში მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში, საჯარო სკოლის ეზოში მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს – დაზარალებულებს შორის ხუთი ბავშვია, ერთი კი მოსწავლის მშობელი. მათ სავალდებულო ვაქცინაცია უტარდებათ,_  ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.

მათი ცნობით, შემთხვევის შემდეგ, ძაღლები კახეთის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტომ თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც ისინი სპეციალურ ვოლიერებში 12 დღის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ დარჩებიან.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი: ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს, აშშ მათ ამის გაკეთებას უკრძალავს – საკმარისია!
შემდეგი სტატიაკირ სტარმერი: ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების დასაცავად შექმნილ მისიას საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო უხელმძღვანელებენ