საჯარო სკოლებში ფორმების ტარება სავალდებულო გახდება

“ქართული ოცნების” განათლების მინისტრის, გივი მიქანაძს განცხადებით, მომავალი წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდება. ამის შესახებ “ოცნების” მინისტრმა ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ითვალისწინებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობას და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 60 000 ქულაზე ან უფრო ნაკლებით შეფასებული ოჯახები ფორმებზე სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებენ.

ჩვენ შევისწავლეთ სკოლებში არსებული პრაქტიკა და მივიღეთ გადაწყვეტილება ტესტურ რეჟიმში, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, დაწყებით ეტაპზე, სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. ამასთანავე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებული არის 60 000 ქულით, ან უფრო ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიღებს ფორმებთან დაკავშირებით,” – განაცხადა გივი მიქანაძემ.

banner
წინა სტატიაში“BBC-ის ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია” – კობახიძე BBC-ს სტანდარტს უწუნებს
შემდეგი სტატია“ამიტომ უწევს ახალგაზრდების წამება, სახლებთან ჩასაფრებები, პოლიციელების გატიტუშკება, დევნილი პენსიონრების ციხეში გამოკეტვა და ზარქუას ყოლა” – ზურა ჯაფარიძე ივანიშვილის წერილს ეხმაურება