“საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება”-მდინარაძე

“ქართული ოცნების” არალეგიტიმური პარლამენტი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას აპირებს, რომლის მიღების შემდეგაც, “რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება”. ამის შესახებ ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის მტკიცებით, ამ გადაწყვეტილებით საჯარო სექტორის “გაჯანსაღება” მოხდება.

“საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება. ეს გადაწყვეტა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას”, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში“არალეგიტიმური მარიონეტული ხელისუფლება აგრძელებს ქართველების სასტიკ დარბევას… დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს” -უილსონი
შემდეგი სტატიაპედიატრი კოტე ჩახუნაშვილი გზიდან გაიტაცეს