“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი 2017 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, პირველი ივლისიდან ამოქმედდება

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი 2017 წლის პირველი იანვარის ნაცვლად, 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

მთავრობამ 2015 წლის ოქტომბერში მიღებული კანონის ამოქმედების ვადების გადაწევის მიზნით, პარლამენტის ბიუროს გუშინ მიმართა.

მთავრობის განმარტებით, ვადის გადაწევის მიზანია, კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების სრულყოფილად განხორციელება.

“აღნიშნულისთვის მნიშვნელოვანია, მომზადდეს და დაიხვეწოს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც შესაძლებელს გახდის ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი სისტემა კანონის ახალი რეგულაციების შესაბამისად ჩამოყალიბდეს”, – განმარტავს მთავრობა.

banner
წინა სტატიაშიქონებრივი დაზიანების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაზუგდიდში ისევ ინტენსიურად თოვს