საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ დაარეგისტრირა. მიზეზად ყრილობაზე დაფიქსირებული ხარვეზი დასახელდა.

საჯარო რეესტრის განმარტებით, რაგბის კავშირის წესდების მიხედვით, ყრილობაზე წინა ყრილობისას (30 დეკემბერს) დამტკიცებული საკითხები უნდა განხილულიყო. თუმცა ასე არ მოხდა – განიხილეს ზოგიერთი ისეთი საკითხიც, რომელიც 30 დეკემბრის ყრილობის დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო.

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით, ახალ პრეზიდენტს სოსო ტყემალაძეს და გამგეობას 30 დღე აქვთ აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად.

შეგახსენებთ, რო 10 მარტს გამართულ ყრილობაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიდანიელსონი – ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი.
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი დღეს “ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება