საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დაარეგისტრირა

პაატა სალია რუსთავი 2-ის მფლობელების განცხადებას პასუხობს

ნიკა გვარამია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს. საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“-ის დირექტორად ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დაარეგისტრირა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დღეს რეესტრმა ტელეკომპანიის 60-პროცენტიანი წილის მფლობელად ქიბარ ხალვაში, 40-პროცენტიანი წილის მფლობელად კი შპს „პანორამა“ დაარეგისტრირა.

ამის შემდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიპაატა სალია – სარედაქციო პოლიტიკა არის კომპანიის, მასში დასაქმებული ჟურნალისტების განსასაზღვრი
შემდეგი სტატია,, სულ მალე რუსთავი 2-ის ადგილას მორიგი ”ბიძინვიზია” გაჩნდება”-რომან გოცირიძე