საჯარო რეესტრმა ნიკა გვარამიას და კახა დამენიას უფლებამოსილება აღუდგინა

საჯარეო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე ნიკა გვარამია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორად, ხოლო კახა დამენია ტელეკომპანიის ფინანასურ დირექტორად ფიქსირდება.

რეესტრმა ტელეკომპანიის ყოფილი დროებითი მმართველის, რევაზ საყევარიშვილის განაცხადზე, რომლითაც ის, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინების საფუძველზე ტელევიზიის მართვაზე უფლებამოსილების მინიჭებას ნიკა გვარამიასთვის და კახა დამენიასთვის ითხოვდა, სარეგისტრაციო წარმოება დაასრულა

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის ყოფილმა დროებითმა მმართველმა რევაზ საყევარიშვილმა ტელეკომპანიის უფლებამოსილებაშეჩერებული გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასთვის უფლებამოსილების დაჩქარებული წესით აღდგენის თხოვნით მიმართა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ტელეკომპანია “საქართველოს”, გიორგი და ლევან ყარამანიშვილების ადვოკატების შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ადვოკატები მოითხოვდნენ მოსამართლე ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და საკითხის საბოლოო განხილვამდე ამ გაჩინების მოქმედების შეჩერებას. ურთმელიძის გადაწყვეტილებით დავით დვალს უფლებამოსილება შეუწყდა, ხოლო რევაზ საყევარიშვილს განჩინების ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება შეუჩერდა.

banner
წინა სტატიაში„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ორიენტირებულია ბავშვთა საუკეთესო ინტერესზე“
შემდეგი სტატიასააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს