საჯარო რეესტრი – რაჭაში, სტიქიის ზონაში მომუშავე საჯარო რეესტრის ამზომველები უსაფრთხოდ არიან

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საამზომველო ჯგუფები ონის რაიონში მომხდარ სტიქიას გადაურჩნენ, – ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

„საამზომველო სამუშაოები რაჭაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ადგილზე მუშაობდა 35 ამზომველი. ამზომველთა ჯგუფების დროებითი საცხოვრებელი შოვში, უშუალოდ სტიქიის ზონაში მდებარეობდა და სრულად დაზიანებულია.

შემთხვევის დროს თითოეული მათგანი მეწყერული ზონიდან მოშორებით, ველზე ახორციელებდა საამზომველო სამუშაოებს. საბედნიეროდ, ყველა მათგანი თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

სააგენტომ სტიქიის დაწყებისთანავე, დაუყოვნებლივ მოახდინა თითოეული მათგანის ტრანსპორტირება ქალაქ თბილისში. ამ დროისთვის საჯარო რეესტრის ყველა ამზომველი (მთელი ქვეყნის მასშტაბით) იმყოფება მათთვის უსაფრთხო გარემოში.

banner
წინა სტატიაშიშსს: ამ დროისთვის მიმდინარეობს გარდაცვლილების ამოყვანა
შემდეგი სტატიასასტუმრო Sunset Shovi: სასტუმროში მყოფი ყველა სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი დაუზიანებლად გადაურჩა სტიქიას