საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში, სოციალურ ქსელში პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთება შესაძლოა, შეეზღუდოთ

საჯარო მოხელეების მიერ სოციალურ ქსელში პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთება სამუშაო საათებში შესაძლოა, შეიზღუდოს.

ინიციატივით სამოქალაქო სექტორმა უწყებათაშორის კომისიას მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ბოლო პერიოდში სწორედ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებების გამო დაუპირისპირდნენ ფიზიკურად ერთმანეთს სახელისუფლებო გუნდისა და ოპოზიციის წევრები.

აღნიშნული ფაქტი რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მერიაში მოხდა, სადაც „ოცნების“ წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი კი ყველა მსგავსს ფაქტზე დროული რეაგირებისკენ ძალოვან უწყებებს მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე პუტინის მიერ მხარდაჭერილ ევრაზიულ ქალთა ფორუმს დაესწრო
შემდეგი სტატია“სრული უმსგავსოება, უპასუხისმგებლობა” – პრემიერი საკუთარი ხელმოწერის შესაძლო გაყალბებაზე საუბრობს