21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

“საჯარო ბოდიში მოიხადეთ ან მე გიჩივლებთ!” — ნინი შერმადინი

მომღერალი ნინი შერმადინი სამთავრობო მედიასაშუალება „POSTV“-ისა და ტელეკომპანიის ეთერში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ის იმ არტისტების სიაში მოახვედრეს, რომლებიც, ვითომდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში მღეროდნენ.

შერმადინი ინფორმაციას სრულ სიცრუესა და ცილისწამებას უწოდებს. მისი თქმით, 2005 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის საზღვარიც კი არ გადაუკვეთავს და გავრცელებული ცნობების გამო სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

„ეს ქალბატონი არის მატყუარა და ცილისმწამებელი. თუ შეიძლება მომითაგეთ ადვოკატი, რა ფორმით შეიძლება ვუჩივლო ცილისწამებაზე მასაც და პოსტივისაც, რომელმაც მსგავსი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა!

2005 წლის იურმალის კასტინგის შემდეგ, სატრანზიტო გზითაც კი არ დამიდგამს ფეხი რუსეთის ტერიტორიაზე! ან გაასაჯაროვეთ ფაქტი, არათუ სადმე ვიმღერე, თუნდაც სტუმრად თუ ვიყავი ერთი დღით მაინც რუსეთში, საზღვრის კვეთა მაინც რომ დამიფიქსირდეს, ბოდიში აქეთ მექნება მოსახდელი. ასე რომ, ან საჯარო ბოდიში მოიხადეთ ან მე გიჩივლებთ ცილისწამების გამო! სანამ ჩემს სახელს რუსეთთან ახსენებთ, კარგად დაფიქრდით!“ — წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, სახელისუფლებო მედიასაშუალებებმა და პროპაგანდისტულმა გვერდებმა გაავრცელეს იმ მომღერლების სია, რომლებიც ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებენ. გავრცელებული ნარატივით, აღნიშნული არტისტები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთში საქმიანობას აგრძელებდნენ, რასაც საზოგადოებასა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებში მწვავე პროტესტი მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე: სანამ ხელისუფლება საბოტაჟითაა დაკავებული, სომხეთში ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინფრასტრუქტურა იქმნება
შემდეგი სტატიაჯერ უცნობია, სად შეძლებენ მშობლები სასკოლო ფორმების ყიდვას — განათლების სამინისტროს განმარტება