საირმის საკარანტინო ზონაში, თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის იძულებით ხუთი მოქალაქე გადაიყვანეს

საირმის საკარანტინო სივრცეში, ხუთი მოქალაქე თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის სამართალდამცველებმა იძულებით გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე.

გიორგაძის განცხადებით, თვითიზოლაციის წესი მოქალაქეებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც დაარღვიეს.

ბოლო ინფორმაციით საირმის საკარანტინო ზონაში 49 მოქალაქე იმყოფება. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის თქმით, მოქალაქეებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე ტექნიკური მარილი დაიყარა
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ ერთი დღით ბოიკოტს წყვეტს და დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დასწრებას აპირებს