საირმის საკარანტინო სივრცეში გუშინ ღამით 80 მოქალაქე შეიყვანეს

კურორტ საირმის საკარანტინო სივრცეში გუშინ ღამით 80 მოქალაქე შეიყვანეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, მოქალაქეთა ნაწილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაიყვანეს, ნაწილი კი, სტამბოლის რეისის მგზავრები არიან.

ამასთან, საკარანტინო სივრციდან თვითიზოლაციაში ექვსი მოქალაქე გადავიდა.

ამ დროისთვის საირმის საკარანტინო სივრცეში 192 ადამიანი იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიმუხთარლი: ბაქოში მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ ჩემი გატაცებისთვის ქართულ მხარეს $3 მლნ მისცეს
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: დახმარების ხელს გარედან გავუწვდი, ვისაც ეს დაჭირდება