საირმის საკარანტინო სივრცეში 88 მოქალაქე იმყოფება, მათ შორის 32 საფრანგეთიდან გუშინ ჩამოვიდა

კურორტ საირმის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 88 მოქალაქე არის მოთავსებული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, 32 მგზავრი საირმეში გუშინ საფრანგეთიდან ჩამოფრენილი რეისიდან გადაიყვანეს.

„ორი პაციენტი კი, საჩხერის კლინიკიდან საირმეში მას შემდეგ მოათავსეს, რაც მათ ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, თუმცა საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე კარანტინში დარჩებიან“, – განაცხადა გიორგიძემ.

ამასთან, მისივე თქმით ერთი მოქალაქე საირმის საკარანტინო ზონიდან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიჩვენთან მოთავსებული პაციენტების ისტორია ასეთია, ეს არის ერთ-ერთ ჩვენთან დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტი
შემდეგი სტატიაწყალტუბოს საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 120 მოქალაქე იმყოფება