საირმეში დამსვენებელი ხრამში გადავარდნის შედეგად დაიღუპა

კურორტ საირმის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა, რა დროსაც დამსვენებელი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ტყეში სეირნობისას დამსვენებელი ბორცვზე ფოტოს გადასაღებად ავიდა, ფეხი დაუცურდა და ხრამში გადავარდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – თუ ეკა ბესელიას გააჩნია ინფორმაცია, სასწრაფოდ უნდა მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოებს და შემდეგ მოითხოვოს რეაგირება
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-ხმაურიანი დაჭერების პირველი მსხვერპლი დიმიტრი ქუმსიშვილია?