„საინტერესოა, როგორ აპირებს სერიოზული ნაბიჯების გადადგმას ქვეყნის გადასარჩენად შეწყალების ინსტრუმენტის გამოყენების გარეშე“ – გიგი წერეთელი

„საინტერესოა, როგორ აპირებს სერიოზული ნაბიჯების გადადგმას ქვეყნის გადასარჩენად შეწყალების ინსტრუმენტის გამოყენების გარეშე“ – გიგი წერეთელი

„სასამართლო რეფორმას გაატარებს ორ კვირაში თუ საარჩევნო რეფორმას. მე ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები კიდევ უფრო ართულებს პროცესს, რომელშიც ჩვენ ვართ.“- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას

„სალომე ზურაბიშვილისგან ჩვენ მივეჩვიეთ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების გაკეთებას. მე ვფიქრობ, რომ მისი ბოლოს გავრცელებული განცხადება, ისევ არა და არასდროს სრულიად შეუსაბამო იყო იმ პათოსთან, რითაც მან გააკეთა განცხადება რომ აპირებს რაღაც სერიოზული ნაბიჯები გადადგმას ქვეყნის გადასარჩენად, მთავრობის უმოქმედობის გამოსწორებას და სხვა. როგორ აპირებს ეს არ ვიცით, ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მას გააჩნია ეს არის შეწყალება და ამ შემთხვევაში საკითხი რომელიც მედიაზე ზეწოლას ეხება და ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელია, არის ნიკა გვარამიას პატიმრობა და მას შეუძლია ეს გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა როგორც განაცხადა არ აპირებს. აბა მაშინ სასამართლო რეფორმას გაატარებს ორ კვირაში თუ საარჩევნო რეფორმას. მე ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები კიდევ უფრო ართულებს პროცესს, რომელშიც ჩვენ ვართ.“-გიგი წერეთელი

banner
წინა სტატიაშიმელია: პრეზიდენტს ჩემზე კარგად აქვს პოლიტიკური ინსტრუმენტი და უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანები უნდა გაათავისუფლოს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – შეურაცხმყოფელია რეზოლუცია, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით