საინტერესო სტატისტიკა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული პოლიტპატიმრების შესახებ

რადიო თავისუფლება აქვეყნებს საინტერესო მონაცემებს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც 4 ოქტომბრის საქმეზე დააკავეს და უკვე ბრალდებულები არიან.

ამ მონაცემების მიხედვით:
დაკავებულები შემდეგი რეგიონებიდან არიან:

1. სამეგრელო-ზემო სვანეთი – 7 პოლიტპატიმარი.
2. გურია – 2 პოლიტპატიმარი.
3. აჭარა – 5 პოლიტპატიმარი.
4. იმერეთი – 2 პოლიტპატიმარი.
5. სამცხე-ჯავახეთი – 1 პოლიტპატიმარი.
6. შიდა ქართლი – 1 პოლიტპატიმარი.
7. ქვემო ქართლი – 1 პოლიტპატიმარი.
8. მცხეთა-მთიანეთი – 2 პოლიტპატიმარი.
9. კახეთი – 2 პოლიტპატიმარი.
10. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი – არცერთი.
11. თბილისი – 37 პოლიტპატიმარი.

20-30 წლის შუალედში 10 პოლიტპატიმარია.
31-40 ასაკობრივ შუალედში, 15 პირი.
41-50 ასაკობრივი შუალედი, 21 პირი.
51-60 ასაკობრივი შუალედი, 9 პირი.
61-70 ასაკობრივი შუალედი, 6 პირი.
71-80 ასაკობრივიი შუალედი, 1 პირი.

62-დან 32-ს უმაღლესი განათლება აქვს, 2 სტუდენტია, 1 სტატუსშეჩერებული სტუდენტი, 1 პროფესიული განათლების მქონე, ხოლო 26 საშუალო სკოლის განათლებით.

დაკავებულთაგან 15 უმუშევარია, 26 დასაქმებულია, 21 თვითდასაქმებული. აქედან მომსახურების სექტორში მუშაობდა 8, მშენებლობაზე 4, მათ შორის 70 წლის დავით გიუნაშვილი, ტაქსის მოსახურებაში 4 პოლიტპატიმარი, ხელობაზე 6 პოლიტპატიმარი, სამხედრო სამსახურში და სამართალდამცავ ორგანოებში 4 პოლიტპატიმარი , სახელოვნებო
სფეროში 3, ხოლო პოლიტიკაში 4 პოლიტპატიმარი იყო ჩართული.

ბრალდებულებს შორის 4 ქალია, მათ შორის 2 გირაოთი გათავისუფლდა, ხოლო 2 პატიმრობაში რჩება, ნანა სანდერი და ევა შავშიაშვილი.

62-დან 53 არ წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას, ხოლო 9 ნაციონალური
მოძრაობის წევრები არიან.

დაკავებულთაგან 3 დევნილია, ხოლო 4-ს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს.

22 დაკავებულს არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ზოგიერთს – ორიც. მარტოხელა მამაა ლაშა ივანაძე. ევა შაშვიაშვილს კი 24 წლის შშმ პირის სტატუსის მქონე შვილი ჰყავს.

სასამართლომ 59 შემთხვევაში პატიმრობა გამოიყენა აღმკვეთად, ხოლო 3 შემთხვევაში გირაო.

banner
წინა სტატიაშიeCommerce Day Georgia 2025-ის სპიკერები ცნობილია – ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
შემდეგი სტატიაბათუმში ამოვიღეთ სარეალიზაციოდ გამზადებული “მეტადონი” და “მარიხუანა” – შსს