საინტერესო სხდომა იქნება – საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას მორიგი პროცესი იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში “მთავარი არის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მორიგი პროცესი იწყება. საუბარია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება. სასამართლოში შესვლამდე ნიკა გვარამიამ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ დღევანდელი სხდომა საინტერესო იქნება.

ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში ოპოზიციონერი ლიდერებიც მივიდნენ. ისინი ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ხელისუფლებას სჭირდება იმისთვის, რომ მედიამენეჯერზე, ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიაზე ზეგავლენა მოახდინოს.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ნატოს წევრობა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა
შემდეგი სტატიათავისივე დაგებულ მახეშია გაბმული “ოცნება” და იძულებულია მიჰყვეს დინებას – მელია