“საინტერესო პროცესი იწყება უკრაინულ რეალობაში, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქართულ რეალობასთან” – ქირია

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებით ახალი პოლიტიკური ერა არ იწყება, ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტიკური თამაშია, პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უბრალოდ შური იძია წინამორბედის გადაწყვეტილებაზე და სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა, – ამის შესახებ საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტოს Front News International-ის დამფუძნებელმა რაულ ქირიამ PalitraNews-ის ეთერში, ჟურნალისტ კოკა კვირკველიას გადაცემაში ჩართვისას განაცხადა.

“საინტერესო პროცესი იწყება უკრაინულ რეალობაში, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქართულ რეალობასთან, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში რაიმე სახის პოლიტიკური აქტივობისთვის დიდი შესაძლებლობა ექნება. მისი კიევიდან წასვლის შემდეგ, მის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა პარტიამაც დაკარგა აქტუალობა და უფრო სხვა პოლიტიკურ სახეებთან იყო ასოცირებული. მე ვხედავ უფრო სხვა პრობლემას, რომელიც მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და თავად უკრაინისთვისაც, რომ ამ გადაწყვეტილებამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არ გააფუჭოს. მე აქ მახსენდება ის, როგორ არ ნიშნავდნენ პოროშენკოს ხელისუფლების პერიოდში უკრაინის ელჩს საქართველოში. ახლა ყველაზე დიდი პასუხისმგელობა ზელენკისზეა, რომ ეს აშენებული ურთიერთობა არ ჩამოიშალოს და არ მოხდეს კავშირების შეზღუდვა თუნდაც დიპლომატიური თვალსაზრისით”, – განაცხადა ქირიამ.

მისივე თქმით, ახლა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.

“ვიცით, რომ უკრაინაში არსებულმა კონფლიქტმა საქართველოს საკითხი საერთაშორისო არენაზე ფაქტიურად გადაფარა. როდესაც ჩვენ ვესაუბრებით საერთაშორისო თუ ადგილობრივ ექსპერტებს, პირველ რიგში დგას უკრაინის პრობლემა და საქართველო მეორე ადგილზეა. ახლა ორივე ქვეყანას განსაკუთრებული ყურადღება მართებს, ამიტომ ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ კუთხით, რომ უკრაინაში უფრო მეტად ძლიერი დიპლომატიური წარმომადგენლობა არსებობდეს, ვიდრე დღეს არის, ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობა და არ იყოს პოლიტიკურ თამაშებში ჩართული”, – განაცხადა რაულ ქირიამ.

banner
წინა სტატიაშივენესუელაში ინფლაციამ 130 ათას პროცენტს გადააჭარბა
შემდეგი სტატიაAmnesty International-მა ორგანიზაციაში შრომის “ტოქსიკური” პირობების გამო ხელმძღვანელობა დაითხოვა