საიდუმლო ტენდერი – 37 მილიონი ივანიშვილის ფავორიტი კომპანია “ანაგისთვის”

იუსტიციის სამინისტრომ დასავლეთ საქართველოში პენიტენციური დაწესებულების რეაბილიტაციისთვის 37 მილიონი ლარი “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ კომპანია “ანაგს” გადასცა. ირკვევა, რომ კომპანია, რომელიც თითქმის ყველა მსხვილი პროქტის შემსრულებელი და “ქართული ოცნების” შემომწირველია, გადასცა ფორმა 4, რითიც კომპანია “ანაგს” გასაიდუმლოებულ ტენდერის მოგების უფლება მისცა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქმეში, ნეპოტიზმისა და სავარაუდო კორუფციის ფაქტები იკვეთება.

ეს ნიშნავს იმას, რომ საქმე გვაქვს ნეპოტიზმთან და სავარაუდო კორუფციის ფაქტებთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი, რომელიც თითქოსდა წავიდა პოლიტიკიდან ორიენტირებულია იმაზე, რომ როგირმე კიდევ უფრო ბევრი მილიონი წაიღოს ხალხის და საქართველოს ბიუჯეტიდან, – თქვა გიორგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების აღმასრულებელ დირექტორს, ტომას კიმმესვენგერს შეხვდა
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს