,,საიდუმლო მიმოწერა ქოცების საიდუმლო ჯგუფიდან…დიპლომატიურ სკანდალს მე განახებთ ორშაბათიდან !”

გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ფეისბუქ გვერდზე სკანდალურ პოსტს აქვეყნებს. კილაძე ასაჯაროებს მტკიცებულებებს,როგორც თვითონ ამბობს, ,,ქართული ოცნების” საიდუმლო ჯგუფიდან,სადაც მმართველი გუნდის წევრები ნიკა გვარამიასა და ელისო კილაძის ფეისბუქ გვერდების დარეპორტებას გეგმავენ. კილაძის პოსტში საუბარია ასევე, მმართველი გუნდის სხვა გეგმებზეც. რედაქტორის თქმით, მიმოწერის სრული ვერსია ორშაბათიდან გასაჯაროვდება

,,საიდუმლო მიმოწერა ქოცების საიდუმლო ჯგუფიდან-როგორ იგეგმება ნიკა გვარამიას და ჩემი ფბ გვერდების დარეპორტება,რაზე უთხრა უარი ვასიკო მაღლაფერიძემ ბაკურ ბაკურაძეს,როგორ იგეგმება”არაპარტიული” შეკრება ვერის ბაღში ნაცების წინააღმდეგ,რაში მონაწილეობს ცეესკოში ოცნების წარმომადგენელი ხათუნა ხოფერია და ხათუნა ჟორდანიას წინასაარჩევნო ვნებები !
სრული ვერსია ინახება ჩემთან-დიპლომატიურ სკანდალს მე განახებთ ორშაბათიდან !
გააზიარეთ ,მეგობრებო !”-აცხადებს ელისო კილაძე

banner
წინა სტატიაშიტყიბულში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს – მეშახტეები კუთვნილ ხელფასებსა და მუშაობის განახლებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაშსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ნატოს ხომალდებს მასპინძლობს