საიდან აქვს ისლამურ სახელმწიფოს ფული

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ლიბანში ორი ტყვე გაანთავისუფლაისლამურმა სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო პარიზის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა, რომლის შედეგად ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით 129 ადამიანი დაიღუპა და სამასამდე დაიჭრა.
სირიასა და ერაყში ჯიჰადისტების ეს დაჯგუფება დიდი ხანია ფართომასშტაბურ ომს მართავს. მათ მიერ სირიასა და ერაყში მართული ტერიტორია დაახლოებით დიდი ბრიტანეთის ტოლია და მას “ხალიფატი” ქვია.

ამასთანავე, ისლამური სახელმწიფო მსოფლიოში ყველაზე მდიდარი არასახელმწიფოებრივი სამხედრო დაჯგუფებაა.
საიდან მოაქვთ ფული და ვინ აფინანსებს მათ?

თავდაპირველად, ისლამური სახელმწიფოს მსხვერპლი საუდის არაბეთიდან და კატარიდან მდიდარი ადამიანები იყვნენ. ჯიჰადისტები ისლამის სუნიტურ მიმდინარეობას მიეკუთვნებიან და სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის წინააღმდეგ კერძო შემოწირულებებს იყენებდნენ, რომელიც ალავიტურ მიმდინარეობას მიეკუთვნება. დღეს ისლამური სახელმწიფო თვითონ აფინანსებს საკუთარ თავს.

ნავთობი
ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, 2014 წელს ისლამური სახელმწიფო კვირაში რამდენიმე მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა ნავთობზე (წლის მანძილზე დაახლოებით 100 მილიონი დოლარი). კონტრაბანდული ნავთობის მომხმარებელი ძირითადად თურქეთი, ირანი და სირიის მთავრობაა. ახლა ფინანსების ეს წყარო საჰაერო თავდასხმების გამო გარკვეულწილად შემცირდა.

2014 წელს გატაცებული ადამიანების გამოსასყიდმა ისლამურ სახელმწიფოს დაახლოებით 20 მილიონი დოლარი მოუტანა.
ისლამური სახელმწიფოდან ერთ-ერთმა გაქცეულმა ტყვემ თქვა, რომ დაჯგუფებას გააჩნია ე.წ. “სადაზვერვო აპარატი”, რომლის მიზანია სირიაში მყოფი ჟურნალისტები.მათზე ნადირობა სირიში მოსვლისთანავე იწყება.
გარდა ამისა, ადამიანების გატაცება დაჯგუფების ძლიერი პროპაგანდისტული იარაღია.

ძარცვა და გამოძალვა

ისლამური სახელმწიფო თვეში მილიონობით დოლარს გამომძალველობით შოულობს. ისინი მილიონობით ადამიანს ართმევენ ფულს, რომლებიც “ხალიფატის” ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზები აღმოჩნდებიან. მეომრები ფულს თხოულობენ ხალიფატის ტერიტორიაზე ცხოვრებისთვის, ან ბიზნესის გახსნისთვის, ან სხვა მიზეზებით.

დაჯგუფებას შემოსავლები შემოსდის ბანკების გაქურდვით, ასევე ანტიკვარიატის მოპარვით და გაყიდვით. ისინი იპარავენ და ყიდიან ცხვრის ფარებს და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს.
ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები რელიგიური უმცირესობები იხდიან სპეციალურ გადასახადს.
მიმართვაში, რომლიც ქალაქ მოსულის მეჩეთში იქნა წაკითხული ისლამისტების მიერ, დაჯგუფებამ ქრისტიენებს მოუწოდა მიიღონ ისლამი და გადაიხადონ გადასახადები, ან მოკვდნენ, თუკი ისინი არ დატოვებენ ქალაქს.

“ჩვენ მათ სამ შესაძლებლობას ვთავაზობთ: ისლამი, შეთანხმება და გადასახადი. უარის თქმის შემთხვევისთვის ჩვენ გვაქვს ხმალი” – ნათქვამი იყო ისლამური სახელმწიფოს განცხადებაში.

ისლამისტები შემოსავალს იღებენ ასევე გატაცებული ქალებისა და გოგონებისგან , რომელთაც სექს-მონებად იყენებენ.
ისლამური სახელმწიფოს მიერ ერაყის ჩრდილოეთით, სინჯარის აღების შემდეგ, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბოევიკებმა ათასობით ქალი აიყვანეს ტყვედ, რომლებიც სექსუალურ მონებად აქციეს.
იეზიდმა ჰანნამ, რომელმაც შეძლო ჯიჰადისტების ტყვეობიდან გამოქცევა, ბიბისისთან საუბრისას თქვა, რომ ის დანარჩენ 200 ქალთან ერთად იქნა გაატაცებული. ისინი მონათა ბაზარზე გაიყვანეს, სადაც ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები თავისთვის ირჩევენ ქალებს.

ისლამური სახელმწიფოს ყველაზე სისხლიანი ოპერაციები:

13 ნოემბერი, პარიზი. საფრანგეთი. ტერაქტი ქალაქის სხვადასხვა წერტილში. 129 ადამიანი დაიღუპა.
12 ნოემბერი. ბეირუთი. ლიბანი. თვითმკვლელმა ტერორისტებმა 43 ადამიანი მოკლეს.
31 ოქტომბერი. შარმ-ელ-შეიხი. ეგვიპტე. რუსული ავიალაინერის A321 აფეთქების შედეგად ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი (224) დაიღუპა. პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
10 ოქტომბერი. ანკარა. თურქეთი. თვითმკვლელმა ტერორისტებმა აფეთქების შედეგად მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილე 102 ადამიანი მოკლეს. თურქეთმა მომხდარში ისლამური სახელმწიფო დაადანაშაულა, თუმცა, ისლამისტებს ამ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ.
18 ივლისი. ბანი-საადი. ერაყი. ბაზარში, მანქანაში ჩამონტაჯებული ბომბის აფეთქებას 120 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
26 ივნლისი. ტუნიზი. ტერორისტი პლაჟზე 38 ადამიანს კლავს.
22 მაისი. ელ-კატიფი. საუდის არაებთი. თვითმკვლელმა ტერორისტებმა 21 ადამიანი მოკლეს.
21 მარტი. სანა. იემენი. თვითმკვლელი ტერორისტები აფეთქების შედეგად 137 ადამინს კლავენ.
18 მარტი. ტუნიზი. ტუნიზი. შეიარაღებული ბოროტმოქმედები 19 ადამიანს კლავენ, ძირითადად უცხოელ ტურისტებს.

banner
წინა სტატიაში“პროკრედიტ ბანკის” ფილიალი სავარაუდოდ სათამაშო იარაღის გამოყენებით დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაპარიზის ტერაქტებში დაღუპულების ყველა გვამი ამოცნობილია