საია:საჯარო სამსახურებში ოპტიმიზაციის შედეგად 2300 ადამიანი გათავისუფლდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პრემიერმინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელების მონიტორინგი განახორციელა, რაც საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების 10%-ით შემცირებასა და შტატების შესაძლო ოპტიმიზაციას ეხება.

“12 სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტოების მიერ შემცირებული საბიუჯეტო ხარჯების მთლიანი ოდენობა შეადგენს 55 მლნ 344 ათას ლარს. სამინისტროებმა ყველაზე მეტი თანხა, სულ 39 მლნ ლარი – შეამცირეს შრომის ანაზღაურების ნაწილში, რაც ძირითადად გამოიხატა პრემიებისა და დანამატების ფონდის მნიშვნელოვნად შემცირებასა ან/და მთლიანად გაუქმებაში,”- ნათქვამია საიას კვლევაში.

კვლევის მიხედვით, რომ რეორგანიზაცია, რომელმაც გამოიწვია შტატების შემცირება განხორციელდა 5 სამინისტროში, კერძოდ: თავდაცვის; ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტრო, რის საფუძველზეც სულ გათავისუფლდა 2300 საჯარო მოხელე. გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებისათვის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხის ჯამური ოდენობა არის 5 მილიონ 322 ათას 300 ლარი.

საიაში აღნიშნეს, მონიტორინგის პროცესში შესწავლილი იყო შემდეგი საკითხები: შემცირებული ფინანსური ხარჯების ოდენობა და ძირითადი მიმართულებები; რეორგანიზაციის პროცესის წარმართვა, ხანგრძლივობა და მოთხოვნები; რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა და მათი შერჩევის კრიტერიუმები; რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთათვის გადახდილი კომპენსაციის ოდენობა.

“თვითმმართველმა ქალაქებმა საბიუჯეტო ხარჯები შეამცირეს სულ 3 მლნ 630 ათასი ლარით, ხოლო აიპების დაფინანსება 1მლნ 220 ათასი ლარით. გარდა ამისა, ააიპებში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად სულ სამსახურიდან გათავისუფლდა 137 თანამშრომელი.”- ნათქვამია საიას კველვაში.

banner
წინა სტატიაშიგაგუას კლინიკაში ქალის გარდაცვალების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო
შემდეგი სტატიააკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო