10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

საიას აქვეყნებს შეფასებას პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ

საიას აქვეყნებს ვრცელ შეფასებას პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საია გიორგი დავითაძის საქმის ობიექტური დოკუმენტირებისა და შეფასების მიზნით, ამ ფაქტის გახმაურებიდან პირველივე დღეებში აგროვებდა მონაცემებს. დოკუმენტი მოიცავს: გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ საიას მიერ დოკუმენტირებული ინფორმაციას.

,,საია ქრონოლოგიურად გთავაზობთ მოვლენებს, რომლებიც გიორგი დავითაძემ შეხვედრისას აღწერა: სავარაუდო პროვოკაციები და ციხის სუბკულტურაში პატიმრის რეპუტაციის შელახვის მცდელობები; საკანში არსებული პირობები და ექიმის კაბინეტში მომხდარი ეპიზოდი; საკნის შემოწმება და დეესკალაციის ოთახში გადაყვანა; დეესკალაციის ოთახში სავარაუდო სექსუალური ძალადობა; დეესკალაციის საკანში არსებული პირობები და შემდგომი კომუნიკაცია თანამშრომელთან; ოჯახთან, ადვოკატთან და სახალხო დამცველთან დაკავშირების მცდელობები; გამომძიებელთან შეხვედრა და სავარაუდო დაშინების ეპიზოდი; ჯანმრთელობის მდგომარეობა და თვითმკვლელობის მცდელობა; სხვა პატიმრების მხარდაჭერა და მათ მიმართ სავარაუდო ძალადობა;
ასევე, საადვოკატო საქმიანობაში ჩარევა და სხვა პატიმრების მიერ აღწერილი არასათანადო პირობები.

საიას მიაჩნია, რომ გიორგი დავითაძის საქმეზე გამოძიება უნდა განახლდეს და მას მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი. საქართველოს პროკურატურას უკვე უნდა ჰქონდეს განხორციელებული დოკუმენტში ჩამოთვლილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები. საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ამ შეკითხვებზე საზოგადოებას დასაბუთებული პასუხები წარუდგინოს. ორგანიზაცია განაგრძობს პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს,- წერია ორგანიზაციის მიეერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

იხილეთ დოკუმენტი ვრცლად.

banner
წინა სტატიაშინანუკა ჟორჟოლიანი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიაუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ზელენსკი მზადაა პუტინთან ყველაზე რთული საკითხები განიხილოს, მათ შორის ტერიტორიულიც