“საიამ” სტრასბურგიში 2 ახალი საჩივარი გააგზავნა

epa05131170 The assembly hall in the European Court of Human Rights in Strasbourg, France, 28 January 2016. EPA/PATRICK SEEGER

საია 20 ივნისს დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების სახელით ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

საიამ პარტნიორ ორგანიზაციასთან – ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დღეს, 7 აპრილს 2 ახალი საჩივარი გააგზავნა. საჩივრები 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას 22 პირის, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირის, მედიის 11 წარმომადგენლისა და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი 1 პირის მიმართ, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება.

“2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, რაც აქციაზე მყოფი პირების უფლებების მასშტაბურ დარღვევაში გადაიზარდა. წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება – მხოლოდ მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება – მხოლოდ დემონსტრანტების შემთხვევაში), და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებენ” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში

banner
წინა სტატიაშირატი იონათამიშვილი სერგი კაპანაძეს – შენნაირ „განათლებულ“ ადამიანს ასეთი შეცდომები არ უნდა მოსდიოდეს
შემდეგი სტატიასარჯველაძე – გახარიას პერსონალური რეიტინგის მნიშვნელოვან წილს მისი პარტიული კუთვნილება განაპირობებდა