“საიამ” და “გამჭვირვალობამ” პროტესტის ნიშნად ანგარიშის წარდგენა ჩაშალეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში, საიამ და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ პროტესტის ნიშნად არ წარადგინეს. როგორიც დღეს დაგეგმილი პრეზენტაციის დაწყებისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, სამოქალაქო სექტორი არ აპირებს მშვიდად საუბარს იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში ხარვეზებია, თუმცა რეფორმები მაინც ვითარდება.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნას ეხება, ნათლად გამოჩნდა თუ რას უჭერს სასამართლოში პოლიტიკური ხელისუფლება.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის წარმოდგენა და დავარცხნა და მშვიდად საუბარი იმაზე როგორ ინგრევა სისტემა იქნება არაადეკვატური ნაბიჯი.

ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევქმნათ სურათი თითქოს პროგრესი არის, მაგრამ გარკვეული ხარვეზები რჩება, იმიტომ, რომ ეს ასე არ არის და არ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ მოსმენა იმ მესიჯის, რომელსაც უკვე არაერთი დღეა და წლებია ვისმენთ ხელისუფლებისგან, რომ სასამართლო სისტემა ერთ ღამეში ვერ შეიცვლება, არც ჩვენც ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ რეფორმა დგას სწორ გზაზე და ეს არის მთავარი.

რეფორმა არ დგას სწორ გზაზე, ეს არის ძალიან ცხადი და ნათელი და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პოლიტიკურმა გუნდმა,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაბურთალოზე, მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი “ციანიდის საქმის” სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს