“საიამ” “არა პანორამას” აქციის მონაწილეების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არა პანორამას აქციის 10 მონაწილის სახელით, რომლებიც დაკავებულები იყვნენ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

საუბარია გასული წლის ზაფხულში თბილისის საკრებულოს წინ გამართულ აქციაზე. სამართალდარღვევათა ოქმების თანახმად, დაკავებულებს ხელში ეჭირათ პლაკატები უხამსი წარწერით, რომელსაც ისინი ხმამაღლა სკანდირებდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობას წარმოადგენს.

საია-ს იურისტის, ქეთი შუბაშვილის შეფასებით, აქციის მონაწილეების შეკრებისა და გამოხატვის უფლება შეიზღუდა, რადგან მისივე თქმით, პოლიციას შეეძლო მათთვის ეს პლაკატები მხოლოდ ჩამოერთვა და ისინი არ დაეკავებინა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” უმცირესობის ფარგლებში ახალ ფრაქციას ქმნის
შემდეგი სტატიაე.წ. ჯაშუშების საქმე – ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი დღეს განახლდება