საია წლის ბოლოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილს წლის ბოლოს ახალი თავმჯდომარე შეცვლის. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, საია თავმჯდომარეს სამი წლის ვადით ირჩევს, ანა ნაცვლიშვილის თავმჯდომარეობის სამი წელი კი სწორედ წლის ბოლოს იწურება.

თუ ვის აირჩევს საია-ს გამგეობა ახალ თავმჯდომარედ, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ორგანიზაციის თავმჯდომარეს უნდა ახასიათებდეს, ორი თვისებაა – მაღალი პროფესიონალიზმი და გამბედაობა.

banner
წინა სტატიაშიაჭარის მთავარ სამმართველოში სასტუმროს თანამშრომლებს კითხავენ
შემდეგი სტატიაელისო კილაძე:ტერორისტული დაჯგუფების წევრი 2 თვის წინ სარფის საბაჟოდან შემოვიდა