“საია” სკანდალური ინფორმაციის ასაჯაროებს – მიხეილ გიორგაძის მისამართზე რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს ვალი აქვს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის, მისამართზე რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს ვალი აქვს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სკანდალური ინფორმაციის ასაჯაროებს. საუბარია კერძო კომპანიაზე, რომელსაც სახელმწიფოსგან იჯარით, 49 წლით აქვს მიღებული ქონება და რომელსაც სახელმწიფოს ვალი მილიონ ლარზე მეტი დაუგროვდა.

“ეს იყო იჯარის ქირა, რომელიც მათ უნდა გადაეხადათ თბილისის ფილარმონიის სარგებლობისათვის, რომელიც 29 წლიანი ვადით აქვთ გადაცემული, თუმცა 2011 წლიდან მოყოლებული კომპანიას ეს თანხა არ გადაუხდია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2013 წლიდან დღემდე, პრაქტიკულად სახელმწიფოს აღარ შეუწუხებია კომპანია იმისთვის, რომ გადაეხადა ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება. კომპანიის იურიდიული მისამართი ასევე დღემდე რჩება მინისტრის საცხოვრებელი, ეს არის გაბაშვილის ნომერი 1,“- განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორმა სულხან სალაძემ.

ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება შეწყდეს და დავალიანება იქნეს ამოღებული.

banner
წინა სტატიაში“შსს ვალდებულების შესრულებაზე უარს აცხადებს”- თარგამაძე მისი აფეთქების საქმის მასალებს მოითხოვს
შემდეგი სტატიაევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 450 მილიონი ევროს დაფინანსებას გამოუყოფს