საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეტანილი სარჩელი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს, ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით.
აქამდე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ შეიტანა. სარჩელი ორი კონსტიტუციური პრინციპის – ხმის მიცემის ფარულობისა და ხმის მიცემის საყოველთაობის დარღვევას ეხება.
პრეზიდენტმა ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის დარღვევის შესახებ სარჩელი შეიტანა
ორგანიზაციის თქმით, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებაზე განმარტების სახით განაცხადა, რომ “საარჩევნო დავების განხილვის ვადები კანონით განსაზღვრულია”, ხოლო პრეზიდენტის შეტანილი სარჩელის დამადასტურებელი მტკიცებულებები “არ იყო წარმოდგენილი”.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას შუამდგომლობა საქმის განხილვის შეჩერების შესახებ. შუამდგომლობა ეფუძნებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას ეხება ხმის ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპების დარღვევის გამო.
სასამართლომ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საარჩევნო დავების განხილვის ვადები კანონით შეზღუდულია და პრეზიდენტის სარჩელის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი.
საიას სარჩელით მოთხოვნილია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გაუქმება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება”. – წერია საია-ს განცხადებაში.