საია – საარჩევნო კამპანიის პროცესში სხვა ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობა გრძელდება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ორგანიზაცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე პერიოდს აკვირდება და ამ დროისთვის კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. ორგანიზაციის ცნობით, ამ პერიოდში იკვეთება როგორც უკანონო აგიტაციის შემთხვევები, რა დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები/მოქალაქეობის არმქონე პირები აქტიურად მონაწილეობენ კამპანიაში, ასევე კვლავ გრძელდება საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების მიერ სიძულვილის ენის ტირაჟირება.

საიას განცხადებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი აქტიურად მონაწილეობს სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში. საიას ცნობით, კამპანიაში ასევე აქტიურად არის ჩართული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად კი 2 დეკემბერი სახელდება.

banner
წინა სტატიაში“7 ნოემბერი გახდა რეჟიმის დასასრულის დასაწყისი” – კალაძე
შემდეგი სტატია2020-2021 წლისთვის პედაგოგების ხელფასი 1500 ლარი იქნება